მთავარისიახლეებიმსოფლიო"ბინების ოსტატები" - იტალიური მედია უკვე დაკავებულ ქართველთა კრიმინალურ ჯგუფზე

“ბინების ოსტატები” – იტალიური მედია უკვე დაკავებულ ქართველთა კრიმინალურ ჯგუფზე

Published on

50 გაქურდული ბინა იტალიაში, როგორც ადგილობრივი მედია უწოდებს, “ბინების ოსტატების” ანგარიშზე. დაჯგუფება ქართველებისგან შედგება და მისი წევრები დაკავებული არიან, ასევე, მედია შიფრავს მათ ხელწერას – ქართველი კრიმინალები ბინების კარებში სიგარეტის კოლოფის ნახევს ამაგრებდნენ და როცა დარწმუნდებოდნენ, რომ კარი რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაღებულა, ბინაში შედიოდნენ.

ქართველების დასაკავებლად იტალიის პოლიციამ რეიდი, ერთდროულად, ქვეყნის სამ ქალაქში ჩაატარა. რომში, მილანსა და ტურინში საპოლიციო ღონისძიებების შედეგად საქართველოს ექვსი მოქალაქე აიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენამდე დაჯგუფების წევრები ბინის კარზე სიგარეტის კოლოფს, ან სხვა შეუმჩნეველ ნივთს აკრავდნენ, მას შემდეგ კი რაც დარწმუნდებოდნენ, რომ ბინის კარი რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაღებულა, სახლში შედიოდნენ.

მიმდინარე წელს იტალიაში ქართველი მძარცველების დაკავების ეს პირველი შემთხვევა არ არის. თებერვალში ადგილობრივმა პოლიციამ სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად, 62 ადამიანი აიყვანა, საიდანაც 55 საქართველოს მოქალაქეა.

მომზადებულია “პრაიმტაიმის” მიხედვით

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...