ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა, 2 თვის ჩვილი კი მართვით სუნთქვაზეა

0
280

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ექიმის თქმით, მას, ვირუსის გარდა, სხვა თანდაყოლილი დაავადებებიც ჰქონდა.

“ის იყო თანდაყოლილი ქრომოსომული პათოლოგიით, მცირე წონის იყო, აღინიშნებოდა ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა, გულის კომბინირებული მანკი, კოვიდის დადასტურებიდან დაახლოებით მეექვსე დღეს არის ჩვენთან შემოსული, მანამდე შევიდა სხვა კლინიკაში და იქიდან გადმოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში,” – ამბობს ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში, ამჟაად 80-მდე ბავშვი წევს მშობლებთან ერთად, აქედან მხოლოდ 2 მშობელი არის ერთჯერადად ვაქცინირებული, დანარჩენ მშობლებს არცერთი აცრა არ აქვთ ჩატარებული.

მაია ჩხაიძის თქმით, 2.5 თვის პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილს მეორე ტურის გამარჯვება გარდაუვლად მიაჩნია – ეკა ხერხეულიძემ პრეზიდენტი საპატიმროში მოინახულა
შემდეგი სტატია“თავისუფლება მიშას!” – რუსთავის ციხესთან აქცია მიმდინარეობს (განახლებადი)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური