ODIHR: შეშფოთების საფუძველია პარტიის მხარდამჭერი დამკვირვებლების ყოფნა, მათი პროცესში ჩარევა

0
278

OSCE/ODIHR-ის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ დამკვირვებელთა დაკსვნაში საუბარია სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის პარტიის მხარდამჭერთა არსებობაზე, მათ პროცესში ჩარევასა და ასევე, საარჩევნო უბნებს გარეთ პარტიის მხარდამჭერთა ყოფნის პრობლემებზე.

“ანგარიშებში აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნებზე უწყვეტად იმყოფებოდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელები, რომლებიც მოქმედებდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და დროდადრო საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდნენ; ასევე, საარჩევნო უბნებს გარეთ პარტიის მხარდამჭერთა ყოფნა დამაშინებელ გარემო ქმნიდა და შეშფოთების საფუძველს იძლეოდა, რადგან მსგავს ქმედებებს შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩვლების მიერ ხმის მიცემის პროცესზე”, – ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნა არჩევნების პროცესს ძირითადად ტექნიკურად გამართულად აფასებს, თუმცა საუბარია არაერთ პრობლემაზეც.

წინა სტატიამილანში კერძო თვითმფრინავი ცარიელ შენობას შეეჯახა – რვა ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატია შეინიშნებოდა ამომრჩეველთა დაშინება, ხმების მოსყიდვა და კანდიდატებზე ზეწოლა – დიდი ბრიტანეთის საელჩო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური