“ქართული ოცნების” მიერ პარალელურად დათვლილი ხმების პირველადი შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური იქნება. პარტიამ უბნების 26.66% დაითვალა და შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 45.6% მიიღო, ხოლო ნიკა მელიამ – 34.3%.
რაც შეეხება პროპორციულ შედეგებს, ამ დროისთვის პარტიამ უბნების 58.67% დაითვალა, საიდანაც მმართველ პარტიას 46.6% აქვს მიღებული, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას -31.07%, პარტიას საქართველოსთვის კი – 7.67%
შეგახსენებთ, უბნების დახურვიდან 11 საათის შემდეგაც კი ცესკოს პირველადი შედეგები არ გამოუცხადებია, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში.