მთავარისიახლეებითუ ჩაგეძინებათ დემოკრატიის გზაზე, მეორე დღეს დიქტატურაში გაიღვიძებთ - ევროპარლამენტარი

თუ ჩაგეძინებათ დემოკრატიის გზაზე, მეორე დღეს დიქტატურაში გაიღვიძებთ – ევროპარლამენტარი

Published on

საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ევროპარლამენტარებიც აკვირდებიან. ევროპარლამენტის სადამკვირვებლო ჯგუფის წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხვდებიან.

მათ მედიასთან კომენტარი გააკეთეს:

“ყველა ჩვენგანი იმედოვნებს რომ დღევანდელი დღე ქართველი ხალხისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩაივლის. იმედი გვაქვს მაღალი აქტიურობა იქნება და საკუთარ არჩევანს ბევრი ადამიანი დააფიქსირებს. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვა”, – თქვა კორინა კრეტუმ.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მოლოდინი აქვთ და ამასთანავე მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველომ მისი ევროპული ინტეგრაციის გზა გააგრძელოს. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც დღეს აქ ვიმყოფებით და არჩევნებს ვაკვირდებით.

საქართველოს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების მთავარი თემაც ეს არის. შევხვდით საქართველოს პრემიერს და დავაფიქსირეთ ძლიერი და მკაფიო პოზიცია რომ გვსურს საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელება. არ გაჩერდეთ და იბრძოლოთ დემოკრატიისთვის, რადგან თუ ჩაგეძინებათ დემოკრატიის გზაზე, მეორე დღეს დიქტატურაში გაიღვიძებთ. მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ევროპულ მომავალს”, – თქვა ტომას ზდეჩოვსკიმ.

“თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მოლოდინი გვაქვს. დღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესებზე, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრებთ. ჩვენ ვდგავართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარეს”, – თქვა ვიქტორ ნეგრესკუმ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....