მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში დეპუტატი თინა ბოკუჩავა მოინახულებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში დეპუტატი თინა ბოკუჩავა მოინახულებს

Published on

რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა მოინახულებს.

მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის ნებართვა პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო.

,,როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი იმ წერილში ამბობს, რომელიც გამოქვეყნდა, ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებასთან ერთად მისი გათავისუფლება იქნება ავტომატური. ჩემი აზრით, მისმა თავგანწირვამ უნდა მისცეს თითოეულ ჩვენგანს მაგალითი იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე მივიდეს საარჩევნო ყუთთან. დღეს მართლაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და და პრეზიდენტი სააკაშვილის თავგანწირვამ, ჩემი აზრით, ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ბრძოლა არის დღეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...