საოკუპაციო რეჟიმმა ეგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდა

0
440

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქეთა გადაადგილება ამ დროისთვის შეზღუდულია. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას უწყება ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებს უკავშირებს.

“მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა. მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოგონილ უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებს. მსგავსი დამაზიანებელი პრაქტიკა გასულ წლებშიც დაფიქსირებულა”, — ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

წინა სტატია10:00-სთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7,41%-ია — ცესკო
შემდეგი სტატიაელექტროშოკით აღჭურვილი “ოცნების” აქტივისტი სამეგრელოში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური