მთავარისიახლეებიპოლიტიკარა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური - ნიკა მელიას პირველი კომენტარი

რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური – ნიკა მელიას პირველი კომენტარი

Published on

ოპოზიციის შეთანხმებული თბილისის მერობის კანდიდატი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ თბილისში მეორე ტური გარდაუვალია. ამის შესახებ ნიკა მელიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც “იფსოსისა” და “ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლის შედეგები გახდა ცნობილი.

“თბილისის საკრებულო იქნება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ოპოზიციური პარტიების მიერ დამკომპლექტებული და დაინახეთ და ვნახეთ შედეგები მერის არევნების ნაწილში, აქ რა თქმა უნდა გაიმართება მეორე ტური. ახლა მთავარია ერთადერთი რამ: მომდევნო 2 საათის განმავლობაში თითოეული ხმა დავიცვათ და არ მივცეთ მანიპულაციის საშუალება ქართულ ოცნებას, – ამბობს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, “იფსოს გლობალის” ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რომელიც თბილისში არსებულ მდგომარეობას ასახავს 17:00 საათისთვის, ნიკა მელიას 40,8%, ხოლო მის მთავარ კონკურენტს – კახა კალაძეს კი 40,2% აქვს მიღებული. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მისი მონაცემები, “იფსოსის” მიხედვით, 8,7%-ია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...