მთავარისიახლეები"ოპოზიცია რეფერენდუმში დამაჯერებლად იმარჯვებს" - ნიკა მელიას საგანგებო ბრიფინგი

“ოპოზიცია რეფერენდუმში დამაჯერებლად იმარჯვებს” – ნიკა მელიას საგანგებო ბრიფინგი

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს.

როგორც მელიამ აღნიშნა, ახლა მთავარია, დარჩენილ საათში მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ საკუთარი არჩევანი არ გაუკეთებიათ, საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და მათთვის სასურველ კანდიდატებს ხმა მისცენ.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც დამაჯერებლად. მათ შორის იმარჯვებს თბილისში, როგორც რეფერენდუმის, ასევე თბილისის მერის არჩევნების ნაწილში. ახლა მთავარია, ყველა დარჩენილ საათებში მივიდეთ და გავზარდოთ ეს სხვაობა ქართველ ხალხსა და “ქართულ ოცნებას” შორის, კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ ქართველი ხალხის პასუხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართულ ოცნებას არ მიეცეს საშუალება მანიპულაციების შედეგად რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე”, – თქვა ნიკა მელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” მთელი დღის განმავლობაში კვლავ ამომრჩევლის დაშინებასა და მოსყიდვას ცდილობს, რადგან მათ სხვა რამის გაკეთება აღარ შეუძლიათ.

“ვხედავთ, მთელი დღის განმავლობაში რა უპრეცედენტო მობილიზაციაა ამომრჩევლის. ამას ყველაზე კარგად ხედავს “ქართული ოცნება” მაგრამ ვერაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რასაცა ისინი სჩადიან, რასაც არიან მიჩვეული – დაშინებას, შანტაჟს, ფულის დარიგებას და ასე შემდეგ. ახლა უნდა მოვბილიზდეთ არა რომელიმე მერობის კანდიდატების ცალკე აღებული, ან პოლიტიკური პარტიების გასამარჯვებლად, არა, ეს არ არის არჩევნები ვინმეს დასამარცხებლად. თქვენ უნდა გაიმარჯვოთ, ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ვიმარჯვებთ. ახლა მთავარია დარჩენილ 4 საათში მივიდეთ არჩევნებზე და მივიღოთ მონაწილეობა თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი პროცესის ბოლომდე მიყვანაში”, – აღნიშნა ნიკა მელიამ

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...