მთავარისიახლეებიმივმართავ ზელენსკის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად იმოქმედოს - გორდონი

მივმართავ ზელენსკის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად იმოქმედოს – გორდონი

Published on

ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი ამბობს, რომ საქართველოს ძალიან გაუმართლა, რადგან მიხეილ სააკაშვილი ჰყავს, რომლის რეფორმებმაც ყველაზე კრიმინალური და კორუფციული ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდ აქცია.

ის მიხეილ სააკაშვილს თანადგომას უცხადებს და მოუწოდებს ზელენსკის, იმოქმედოს სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
“მიხიელ სააკაშვილი უდიდესი რეფორმატორი და პოლიტიკოსია, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ღარიბი, ყველაზე კრიმინალური და კორუმპირებული ქვეყანა აყვავებულ სახელმწიფოდ აქცია. […]

მიხეილ სააკაშვილმა უზარმაზარი როლი ითამაშა იმაში, რომ უკრაინა ყოფილიყო დემოკრატიული სახელმწიფო. მე გულწრფელად ვაფასებ ამ ადამიანს, მე მიყვარს ის და ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ვთხოვ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ იმოქმედოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს გასათავისუფლებლად”, – თქვა მან.

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ 8 წლის შემდეგ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ბათუმიდან ვიდეომიმართვები გაავრცელა.

“ქართული ოცნება” კი მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მას უკრაინა არ დაუტოვებია და საქართველოში არ შემოსულა. დღის ბოლოს კი პრემიერმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეშია გადაყვანილი, მან გუშინ შიმშილობა დაიწყო.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...