მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის საქმე ქართული სასამართლოსთვის ტესტი იქნება - კელი დეგნანი

მიხეილ სააკაშვილის საქმე ქართული სასამართლოსთვის ტესტი იქნება – კელი დეგნანი

Published on

აშშ-ის ელჩი, კელი დედგნანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე ქართული სასამართლოსთვის ტესტი იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისინი დააკვირდებიან, რომ ამ საქმის მსვლელობა კანონმდებლობისა და საერთაოშიროსო ვალდებულებების შესაბამისად წარიმართოს.

“ბატონი სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის ტესტი. დავაკვირდებით, რომ საქმის მსვლელობა წარიმართოს მიუკერძოებლად და ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – თქვა დეგნანმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა – პოლარიზაცია.

“გვინდა, რომ ადამიანები იყვნენ არჩევნებზე. საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილიზაცია და არა პოლარიზაცია. ამ ქვეყანას სჭირდება, რომ მოაგვაროს სამუშაო ადგილების პრობლემა, მაღალი ფასები, კოვიდი, განათლება, გზები. იმედი გვაქვს, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ლიდერები დაუბრუნდებიან მუშაობას იმ საკითხებზე, რაც ქართული საზოგადოებისთვისაა პრიორიტეტული”, – ამბობს ელჩი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.

მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში იმყოფებოდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. ამასთან, როგორც უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...