მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურაა - New York Times

მიხეილ სააკაშვილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურაა – New York Times

Published on

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ყველაზე გავლენიანი ამერიკული გამოცემა New York Times ეხმაურება. სტატიაში ნათქვამია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურა, რომელიც საქართველოდან დევნილი იყო და ქვეყანაში მხოლოდ 8 წლის შემდეგ, საიდუმლოდ დაბრუნდა, აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააკავა და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

სტატიაში ასევე წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და საზღვრის კვეთის დეტალები უცნობია, თუმცა ნათელია, რომ ის ქვეყანაში არც საჰაერო და არც სახმელეთო გზით არ შემოსულა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან სხვა უცხოური გამოცემებიც
Washington post: “თავდაპირველად მთავრობა უარყოფდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფებოდა”
საქართველოს ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ქვეყანაში დაბრუნდა – BBC

ცნობისთვის, დღეს, 1-ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.

სიახლეები

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...