მთავარისიახლეებიმარნეულში ""ლეიბორისტული პარტიის" დამკვირვებელი დაჭრეს

მარნეულში “”ლეიბორისტული პარტიის” დამკვირვებელი დაჭრეს

Published on

პირი, რომელმაც მარნეულის სოფელ დაშთაფაში “ლეიბორისტული პარტიის” დამკვირვებელი ევაზ მამედოვი დაჭრა, “ქართული ოცნების” აგიტატორი, გიულხან რამაზანოვია.

როგორც მარნეულის “ლეიბორისტული პარტიის” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალი ბადიროვმა “მთავარ არხს” უთხრა, სისხლიანი დაპირისპირება მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ დაჭრილი მის პარტიას უჭერდა მხარს.

ამასთან ბადიროვის თქმით, თავდამსხმელი რამდენჯერმეა ნასამართლევი, თუმცა მას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მალევე ათავისუფლებდნენ.

“ჩვენი აგიტატორი ეივაზ მამედოვი დაჭრა “ქართული ოცნების” აგიტატორმა გიულხან რამაზანოვმა. პოლიციამ რომ მოინდომოს, ადვილად შეაგროვებს მტკიცებულებებს და ოცნების მხარდამჭერი შეუძლიათ დააკავონ, მაგრამ როგორც გავარკვევი ეს პირი არაერთხელ არის დაპატიმრებული და ხშირად მალევე უშვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან”, – თქვა ალი ბადიროვმა.

დაპირისპირება სოფელ დაშთაფაში, 52-ე საარჩევნო უბანზე დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

რაც შეეხება დაჭრილს, ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...