არჩევნებზე 15:00 საათისთვის ხმის მისაცემად ამომრჩეველთა 33.18% მივიდა

0
228

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათისთვის ხმის მისაცემად 1 160 413 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 33.18% შეადგენს.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის 29.84% იყო, 2014 წელს – 28.94%.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45% იყო. ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 15:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა 44.99% იყო.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების I ტურში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 30.98% იყო.

წინა სტატიააქტიურობა ძალიან დაბალია. ყველას მოგიწოდებთ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღოთ!- სანდრა რულოვსი
შემდეგი სტატია“ოპოზიცია რეფერენდუმში დამაჯერებლად იმარჯვებს” – ნიკა მელიას საგანგებო ბრიფინგი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური