მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილთან მიმართებაში კრემლისა და საქართველოს ხელისუფლების განცხადებები მსგავსია

სააკაშვილთან მიმართებაში კრემლისა და საქართველოს ხელისუფლების განცხადებები მსგავსია

Published on

ოფიციალური მოსკოვისა და ოფიციალური თბილისის განცხადებები საქართველოში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ერთმანეთის მსგავსია. ორივე შემთხვევაში, ოფიციალური პირები სიტყვებს: “ცირკი” და “კლოუნი” ერთნაირ კონტექსტში ახსენებენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩასვლასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ “სადაც სააკაშვილია, იქ ცირკია” და დაამატა, რომ “მთავარია, ეს ცირკი არ იყოს საშიშროების შემცველი ნებისმიერი იმ ქვეყნის მოქალაქისთვის, სადაც ეს ცირკია”.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ვერ ხედავს დესტაბილიზაციის ვერავითარ რისკს საქართველოში სააკაშვილის მოქმედებებთან დაკავშირებით.

აქვე შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილს, შესაბამისად, “კლოუნი” და “ბოროტი კლუონი” უწოდეს.

“ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინ წინ, მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ”, – თქვა კობახიძემ.

“მიხეილ სააკაშვილი არის ბოროტი კლოუნი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დაამატა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის.

მიხეილ სააკაშვილის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მესამე პრეზიდენტმა დილის საათებში, ბათუმში გადაღებული ორი ვიდეომიმართვა დადო და მოსახლეობას 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებში მისვლისა და ოპოზიციისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა, თავად კი განაცხადა, რომ 3 ოქტომბერს, არჩევნების შედეგების დასაცავად თბილისიკენ დაძრულ ერთერთ კოლონას შეუერთდება.

თავის მხრივ, “ქართული ოცნება” და შსს აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის უკრაინაში, კურორტ ტროსოვეცკში იმყოფება. პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მიმართულებით ზუგდიდიდან ჯავშანტექნიკა და სპეცრაზმი დაიძრა, ხოლო თბილისში შსს-ს ნაწილები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდნენ.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...