მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სააკაშვილი საქართველოში არ არის", ხელისუფლებიდან 4 საათში დაახლოებით 30-ჯერ ახსენეს

“სააკაშვილი საქართველოში არ არის”, ხელისუფლებიდან 4 საათში დაახლოებით 30-ჯერ ახსენეს

Published on

მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, ხელისუფლების წარ5მომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს. მათმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის. ეს ფრაზა, სხვადასხვა კონტექსტში, ქართული ოცნების ვერტიკალმა ძალიან ბევრჯერ ახსენა.

“ოდიშინიუსმა” სცადა, დაახლოებით დაეთვალა, რამდენჯერ ახსენეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ფრაზა, სხვადასხვა კონტექსტში, დილიდან ნაშუადღევამდე, ანუ, 09:00-13:00, ოთხსაათიან მონაკვეთში. გამოთვლა საჯაროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გაკეთებული განცხადებების მიხედვითაა შედგენილი და ცხადყოფს, რომ ფრაზა დაახლოებით 70-ჯერ იყო ნახსენები.

მაგალითად, ირაკლი კობახიძემ, ფაქტის კომენტირებისას, ფრაზა “სააკაშვილი საქართველოში არ არის” ცხრაჯერ ახსენა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც „გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა“.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “ის არის უკრაინაში” და საქართველოში არ იმყოფება.

“არათუ საქართველოში არ იმყოფება, სხვა ქვეყანაშიც არ გადასულა, სადღაც შემძვრალია და იმალება”, – თქვა მან. ჯამში, მდინარაძემ ფრაზა “სააკაშვილი აქ არ არის” ხუთჯერ, სხვადასხვა კონტექსტში ახსენა.

უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე დარწმუნებით ამბობს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში “რა თქმა უნდა, არ ჩამოსულა”.

კითხვაზე, ჩამოსული რომ იყოს, სამხარაძის პასუხი ასეთია – იყოს და იყოს, რა ვქნა…უკანონოდ თუ გადმოკვეთა საზღვარი, დააკავებენ – ამბობს სამხარაძე.

“შსს-მ გააკეთა განცხადება, არც ერთი გამშვები პუნქტის მეშვეობით სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.

“ეს არის მოდელირებული ქრონიკის ავტორების მოდელირებული ბათუმის ახალი ქრონიკები”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

დანამდვილებით გეუბნებით, საქართველოში არ იმყოფება – სააკაშვილი უკრაინაშია, ის უკრაინიდან არ გასულა, – აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი ალუდა ღუდუშაური. მან ეს ფრაზა სამჯერ ახსენა.

“დამონტაჟებული ვიდეოებით მსოფლიოში რევოლუცია აქამდე არავის არ მოუწყვია”, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა.

ქართული ოცნების რამდენიმე წევრმა, მათ შორის, ბექა დავითულიანმა და აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ამ თემაზე ხუმრობა არჩიეს. პირველმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა “კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა”, ხოლო თორნიკე რიჟვაძემ იხუმრა, რომ სააკაშვილი უღელტეხილ გოდერძიზე ქეიფობდა და “ითხოვა, დღეს ნუ დამაკავებთო”.

სიახლეები

TV პირველის ჟურნალისტი დაკავების დეტალებს იხსენებს და პოლიციას ამხელს

"აქ რა მინდა არ ვიცი, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია"- ამის შესახებ პროფესიული მოვალეობის შესრულების...

პროკურატურა აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს

სააპელაციო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა არ ეთანხმება ჯგუფური ძალადობის მუხლის...

შეთანხმების დეტალები ჯერაც დასაზუსტებელია – ტრამპის ადმინისტრაცია ჟენევის შეხვედრაზე

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების ოფიციალური ანგარიში გაავრცელა—- სახელმწიფო მდივანი, რუბიო და არმიის მდივანი,...

რუბიო მოლაპარაკებებზე- უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ, ყველაზე პროდუქტიული დღე გვქონდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჟენევაში გამართულ...