მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილი საქართველოშია! - საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოსტს აქვეყნებს

მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია! – საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოსტს აქვეყნებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოშია – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაპოსტა. “დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, – წერს სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. შესაბამისად, უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ჯერჯერობით არ იციან არც „ნაციონალურ მოძრაობაში“.
სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა და ავიარეისის ბილეთიც გამოაქვეყნა.
წუხელ ტვ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ კიევთან ახლოს, სოფელ ლესნიკებში, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლში მივიდა, თუმცა კარი არავინ გაუღო. ადგილზე მთელი დღეა ჟურნაალისტები მორიგეობენ, თუმცა ის კამერების წინ არ ის გამოჩენილა. “პირველების” ინფორმაციით, გუშინ მიხეილ სააკაშვილი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის ორგანიზებულ თვითმართველობების ფორუმს უნდა დასწრებოდა, თუმცა დაპირების მიუხედავად, სამთავრობო ღონიძიებაზე არ გამოჩენილა. სააკაშვილის ნაცვლად უკრაინის პრეზიდენტის ღონიძიებას მისი ქართველი თანაგუნდელი, გოგა ცხაკაია დაესწრო.

ყველას, ვისაც მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი კონტატი აქვს, მისი საქართველოში დაბრუნების გეგმებზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის შაბათს სამშობლოში იქნება. შეიცვალა თუ არა მარშრუტი და რომელი სატრანსპორტო საშუალებით აპირებს მიხეილ სააკაშვილი სამშობლოშ ჩამოსვლას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახლო გარემოცვა არ აკონრეტებს.

მიხეილ სააკაშვილის ოფისის უკრაინელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მას ციხის არ ეშინია და რომ საპატიმრო მისთვის შემაკავებელი ფაქტორი ვერ იქნება.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...