მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი რუსთავში გადაიყვანეს - დაკავების დეტალები

მიხეილ სააკაშვილი რუსთავში გადაიყვანეს – დაკავების დეტალები

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ის რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეს საპატიმრო დაწესებულება ყოფილი თანამდებობის პირებისთვისაა გათვალისწინებული.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში აიყვანეს. ის მარტო გადაადგილდებოდა. არსებული ინფორმაციით, დაკავების დროს მიხეილ სააკაშვილს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაკავებამდე ვიდეო გადაიღო, სადაც ამბობს, რომ მას, სავარაუდოდ, თბილისში დააკავებენ.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს დაიცავს და დიტო საძაგლიშვილთან ერთად ეცდება, დღესვე მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში. ამასთან, ნიკა გვარამია ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ არ დაუშვას ძალადობა არამარტო მიხეილ სააკაშვილის, არამედ იმ პირების მიმართაც, ვინც რაიმე ფორმით იყო ჩართული საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების დროს “ან ვიდეოს დადებაში, ან ლოკაცია იცოდა, ან სხვა რამ”.

“მე ეს მოლოდინი მქონედა და მართალი გითხრათ, გულზეც მომეშვა, რადგან ამ ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილმა შესაძლო პროვოკაციებსაც აარიდა თავი. მიხეილ სააკაშვილი ციხეში ბევრად უფრო საშიშია “ქართული ოცნებისთვის”, ვიდრე გარეთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...