მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ბათუმის ქუჩებში გადაადგილდება

0
773

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს მას შემდეგ, რაც შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

მეორე ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ქუჩებში გადაადგილდება. როგორც ჩანს, ამ დროს საქართველოში ღამის საათებია.

„მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, ჩემი სიამაყიდან. რაღაც გაკეთდა ახალი, თუმცა ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა. ხომ ხედავთ, რომ მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი აქ მიუხედავად მუქარებისა, ყველანაირის. მინდა გთხოვოთ შემდეგი რამ: 2 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე და ყველამ ხმა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ივანიშვილს. მივიდეთ ბევრი, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის, მართლაც, ამას აღიარებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. არ მისცეთ ხმა არც ივანიშვილს, არც გახარიას, რომელიც მე ციხეში მიპირებს გამოკეტვას, არც პატარა პარტიებს, რომლებიც აშკარად ფულს იღებენ ივანიშვილისგან, თუმცა სხვა პარტიებს, რომლებიც გესიმპატიურებათ და რომლებიც მიგაჩნიათ პატიოსნად, მოგიწოდებთ მისცეთ ხმა.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი. მორჩა ის, რომ ხალხს აგდებენ ქვეყნიდან. 50%-ით გაიზარდა აპლიკანტთა რაოდენობა ევროკავშირში. ეს უნდა დასრულდეს. ამ ყველა ბულვარს, ამ სილამაზეს მე რუსი ტურისტებისთვის კი არ ვაკეთებდი ან თურქებისთვის და ირანელებისთვის, ეს ყველაფერი იყო თქვენთვის, თქვენი წარმატებისთვის და მე არ მინდა, რომ ეს ვინმე სხვას დარჩეს. ძალიან გთხოვთ, იაქტიურეთ! მე ბოლომდე თქვენთან ვარ და ისე კი არა, მორალურად, აგერ ვარ, თქვენთან ვარ, ბათუმში ვარ, ქუთაისში ვარ, თბილისში ვარ, თბილისში ვიქნები თქვენთან ერთად 3-ში და 2-შიც. აბა, თქვენ იცით, ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი და წარმატებები,“- განაცხადა სააკაშვილმა.

ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” კიდევ ერთი სტატუსი დადო, სადაც წერს, რომ 2 ოქტომბერს ყველანი უნდა მივიდნენ არჩევნებზე, ხოლო არჩევნების დასრულების შემდეგ რეგიონებიდან კოლონები თბილისისკენ უნდა დაიძრან და ისინი მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, რათა მისი შეჩერება ვერ შეძლონ.

“ყველას უნდა გვესმოდეს რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად.მეც შევუერთდები ერთ ერთ ასეთ კოლონას.
ამიტომ ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია არც თქვენ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა პირველი ვიდეომიმართვა ბათუმიდან დაახლოებით ერთი საათის წინ გაავრცელა:

თქვენს იმედზე ვარ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც და თავისუფლებაც – მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

პარალელურად, შსს-მ პირველი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს:

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს – შსს

წინა სტატია30 გარდაცვლილი, 1751 ახალი შემთხვევა – კორონასტატისტიკა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი საქართველოში არაა…ნეტა ყოფილიყო – კობახიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური