მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალ, 20:05 საათზე, მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ - მურმან დუმბაძე

ხვალ, 20:05 საათზე, მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ – მურმან დუმბაძე

Published on

“კი, ის ნამდვილად ბათუმშია, ზუსტად ვიცი და ხვალ, რვა საათსა და 5 წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ”, – ამის შესახებ მურმან დუმბაძემ ტვ “პირველის” ეთერში, ბათუმიდან ჩართვის დროს განაცხადა, როცა უპასუხა შეკითხვას, სად იმყოფება ამჟამად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ შეხვედრია, მაგრამ რამდენიმე საათში შეხვდება, ისევე როგორც ბევრი სხვა მოქალაქე.

“რომელი შსს ეძებს, ვინაა მინისტრი, გომელაური?” – ასე გამოეხმაურა მურმან დუმბაძე ჟურნალისტის ფრაზას იმასთან დაკავშირებით, რომ შსს მიხეილ სააკაშვილს ეძებს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ბათუმიდან ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა, ზუგდიდიდან ბათუმის მიმართულებით სპეცრაზმი და ჯავშანტექნიკა გადაისროლეს, ხოლო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში არ არის.

რაც შეეხება ჯავშანტექნიკას, შსს-მ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ყოველდღიური გადაადგილება და არ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...