მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე დამარცხდა''- გიგი უგულავა

,,ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე დამარცხდა”- გიგი უგულავა

Published on

 

.,ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე დამარცხდა.”- ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს

„ოცნება“ ვირთხის დღეშია. თუ უარყოფენ მიშას დაბრუნების ფაქტს და იღლიცინებენ, მათი ამომრჩეველიც იგივეს იზამს, შესაბამისად არ დაირაზმება. თუ იტყვიან რომ მართალია, მაშინ მათი ამომრჩეველი გახარიასკენ გადაიხრება, პრინციპით შენ თუ მიშასგან ვეღარ მიცავ, აგერ გახარია დამიცავს. ორივე შემთხვევაში ვაი და ვუია. ამასობაში ოპოზიციური ამომრჩეველი აღტკინებული და დარაზმულია. მე ეს საკუთარი თვალით ვნახე ამ წამს კარდაკარზე ფოთში ნაბადას უბანში.

ასე რომ ყველა ვარიანტში „ოცნებას“ მიშამ შეუსრულა. გაუკეთა, ის რასაც აქამდე ივანიშვილი თავად უკეთებდა ხალხს – „ტრუკებს“. „ტრუკაჩი“ „ტრუკებით“ უნდა დაამარცხო.

ხვალ არჩევნებია, უკვე საბოლოოდ რეფერენდუმი. ხვალ ოლიგარქია მარცხდება და ქვეყანა ახალ ცხოვრებას დაიწყებს. მე კი ფოთელებთან ერთად ფოთს მივხედავ. ჩემი გეგმები მხოლოდ ფოთს უკავშირდება“, – წერს უგულავა.

 

სიახლეები

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...

7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია...