პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიხეილ სააკასვილის შეწყალებას არ აპირებს. ამის შესახებ ხზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა.
“ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის საბოლოო: არა და არასოდეს, იმიტომ რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც იმ ადამიანების ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო, იმიტომ რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების რომელიც მამოძრავებდა როცა ვებრძოდი იმ რეჟიმს, რომელიც თელავდა ფეხქვეშ ადამიანის უფლებებს, ბზინესს და კანონს, ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავის ძალაუფლებას შესწირა; იმიტომ რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეობა დატოვა.დღეს როცა სახელმწიფო საზღვრის დარღვევით და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცველ სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა, რაც მთავარია, იმიტომ რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა საერთასორისო რჩევების თუ გაფრთხილებების მიუხედავად, რაც მა სბოლო პერიოდში მიუვიდა. აწი, კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის. არა რევანშის, პირიქით დეპოლარიზაციის. ტყუილად ნუ იმუქრება არ მოხდება მასიური გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.