მთავარისიახლეებიპოლიტიკა3 ოქტომბერს დავიძრათ კოლონებით, არჩევნების შედეგების დასაცავად - მიხეილ სააკაშვილი

3 ოქტომბერს დავიძრათ კოლონებით, არჩევნების შედეგების დასაცავად – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას ბათუმიდან მოუწოდებს, რომ 2 ოქტომბერს ყველა მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ოპოზიციას, ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან, თბილისისკენ კოლონების მსვლელობას აანონსებს.

ის წერს, რომ კოლონები უნდა იყოს მრავალრიცხოვანი, რათა “უზურპატორმა ხელისუფლებამ” მისი (სააკაშვილის, -რედ.) შეჩერება ვერ შეძლოს.

“ყველას უნდა გვესმოდეს რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად.მეც შევუერთდები ერთ ერთ ასეთ კოლონას.
ამიტომ ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია არც თქვენ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა პირველი ვიდეომიმართვა ბათუმიდან დილის საათებში გაავრცელა:

თქვენს იმედზე ვარ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც და თავისუფლებაც – მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

პარალელურად, შსს-მ პირველი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს:

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს – შსს

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...