მთავარისიახლეებისამართალითავდაცვის სამნისტრომ ფორმულას მფლობელის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი სარჩელი...

თავდაცვის სამნისტრომ ფორმულას მფლობელის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა

Published on

ოპოზიცია დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ შეტანილ ახალ სარჩელს ეხმაურება და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში მედიის თავისუფლების გაუარესების პირდაპირი დასტურია.

 ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი,  მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიების წინააღმდეგ. .

“არჩევნებამდე 2 დღით ადრე, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ კიდევ ახალი სარჩელის შეტანა არისლიტიკურად მოტივირებული და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს წინასაარჩევნოდ იმისათვის, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე დამატებითი საქმეები აღძრას, კომპრომატები გამოჩხრიკოს ეს არის ძირითადი ინსტრუმენტი ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი, ქართული ოცნების მთავარი ამოცანაა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტების გაშავება და დევნა, ამ შემთხვევაში ამ ყოველივეს ემატება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლაც”. – თქვა წერეთელმა

არასამთავრობო ორგანიზაცია GDI აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებას აგრძელებს. არჩევნების წინ კეზერაშვილიისა და ნინუას წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის შევიწროებას.

ცნობისათვის, თავცვის სამინისტრომ სარჩელი შეიტანა უზენაესი სასამართლოს 7 სექტემბრის გადაწყვეტილების წინაღმდეგს, რომლითაც პალატამ შეცვალა ორი ინსტანციის სასამართლოების განაჩენი და ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....