მთავარისიახლეებიპოლიტიკათავდაცვის სამინისტრო: TV ფორმულას წილის დაყადაღების მოთხოვნის ალბათობა არც კი დაგვიშვია

თავდაცვის სამინისტრო: TV ფორმულას წილის დაყადაღების მოთხოვნის ალბათობა არც კი დაგვიშვია

Published on

თავდაცვის სამინისტრო თავასივე დაწყებულ დავას, უწყების ყოფილი მინისტრის და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ეხმაურება და განმარტავს, რომ სამინისტროს “არც კი დაუშვია იმის ალბათობა”, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა TV ფორმულას წილის დაყადაღება.

“თავდაცვის უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, აღკვეთოს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება. მითუმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს”. – ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 30 სეტქემბერს, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, “თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით”.

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...