სუსის განცხადება ნიკა გვარამიას შესაძლო შეკვეთილი მკვლელობის რეალური საფრთხის შესახებ

0
281

შესაძლოა არსებობდეს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის რეალური საფრთხე და მასთან ერთად  მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტი,-ასეთი განცხდებ აგაკეთდა დღეს   სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში.

ცენტრის უფროსის მოადგილის ბაჩა მგელაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცეს.

“კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, შეაბამისად, გამოძიების ფარგლებში, ჩვენ მიერ დაბარებული იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.” გამაცხადა

გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით”. – თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ.

წინა სტატია,,ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი კეზერაშვილის საქართველოში არსებული ქონების დაყადაღება იქნება”-ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე 
შემდეგი სტატია არაფერი გამოგივათ -არც “ფორმულას” წაღება, არც ხალხის დარწმუნება, რომ სააკაშვილი მკლავდა -ნიკა გვარამია ,,ქართული ოცნების” კატასტროფულ კრახზე ლაპარაკობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური