მთავარისიახლეებიშემაშფოთებელია ის წინასაარჩევნო გარემო, რაშიც ჟურნალისტებს უწევთ მუშაობა - ნინო ლომჯარია

შემაშფოთებელია ის წინასაარჩევნო გარემო, რაშიც ჟურნალისტებს უწევთ მუშაობა – ნინო ლომჯარია

Published on

სახალხო დამცველმა მედიის მიმართ ძალადობაზე გაამახვილა ყურადღება და სამართალდამცავ ორგანოებს თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

“შემაშფოთებელია ის წინასაარჩევნო გარემო, რაშიც ჟურნალისტებს უწევთ მუშაობა. სახალხო დამცველმა 2021 წლის განმავლობაში, 5 ივლისის მოვლენების გარდა, დააფიქსირა ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული 24 შესაძლო დანაშაული. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ არის პასუხისგებაში მიცემული 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორები, მიუხედავად იმისა, რომ ორი პირის მიმართ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ბრალის წარსადგენად.

მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, თითოეულ ამ ფაქტზე დროული და ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ. ასევე, მივმართავთ ცენტრალურ და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს, არ დაუშვან მოქალაქეთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. მივმართავთ ასევე ყველა საჯარო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, რომ თავი შეიკავონ ჟურნალისტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დისკრედიტაციის კამპანიისგან”, – თქვა ომბუდსმენმა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...