რა კავშირია ,,ფორმულაზე” შეტევასა და  ედისონ რისერჩის ბოლო კვლევას შორის

0
402

ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ტელეკომპანიაზე მორიგ, დაჩქარებულ ტემპით შეტევას ედისონ რისერჩის ბოლო კვლევას უკავშირებს, რომელშიც გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს.

როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ტელეკომპანიას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, არჩევნების დღეს ეგზიტპოლი მაინც გავა რომელიმე სხვა არხის ეთერში.

“ორშაბათს ფორმულას ეთერში გავიდა ედისონ რისერჩის მიერ წარმოებული კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა ის, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას და სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ასეთი დაჩქარებული ტემპით ხელისუფლებას მიეტანა ახალი შეტევა ფორმულასა და მის დამფუძნებელზე.

ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია ედისონ რისერჩის წარმომადგენლებთან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სულ რომ დღეს ან ხვალ ამ კომპანიაში დაინიშნოს დროებითი მმართველი ან მოხდეს სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ეგზიტპოლების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში”, – განაცხადა გუმბარიძემ.

წინა სტატიაზუგდიდელი წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან, წამახალისებელ სტიპენდიებს მიიღებენ [Video]
შემდეგი სტატიასებმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა, შეგეგად ლარი მცირედით გამყარდა.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური