,,ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი კეზერაშვილის საქართველოში არსებული ქონების დაყადაღება იქნება”-ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე 

0
227

,,ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მედიას, რომელიც მისთვის ყველაზე დიდი პრობელმაა, არჩევნების შემდეგ გაუსწორდეს”. -ასე აფასებს ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე თავდაცვის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ შეტანილ ახალ  სარჩელს . მისი თქმით ეს სუფთად პოლიტიკური საკითხია და დამოუკიდებელი მედიისთვის ხელის შეშლას უკავშირდება.

“მიმდინარეობს ქეისი ნიკა გვარმაის წინააღმდეგ, რომელიც ფაქტობრივად ბოლოში არის გაყვანილი. ასევე არის ვატო წერეთელის მამის მიმართ, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ბოლო დღეებში და მანდაც ფაქტობრივად, ფინიშისკენ გავიდა. დარჩენილი იყო ერთადერთი მედია, ფინანსურად და ინფრასტრუქტურულად ძლიერი მედია და შესაბამისად, საჭირო იყო რომ მესამე მედიისთვისაც მოევლო ხელისუფლებას და ეს ნაბიჯი მხოლოდ მაგას უკავშირდება”.- ამბობს გუმბარიძე ფორმულასთან კომენტარში.

გუმბარიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი, კეზერაშვილის საქართველოში არსებული ქონების დაყადაღება იქნება.

“ბუნებრივია, ერთადერთ ინტერესს, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს ტელეკომპანია ფორმულას წილი, რათა საბოლოო ჯამში, მათ მიიღონ ის, რომ ქვეყანაში არ იმაუწყებლოს არცერთმა ხელისფლებისგან დამოიკიდებელმა მედიამ. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ორ დღეში გვაქვს არჩევნები და მთავარია, მოსახლეობამ გაიაზროს რომ უკანასკნელ პერიოდში და ბოლო წარსულში ქვეყანა გიგანტური ნაბიჯებით მიდის რუსეთისკენ, რუსეთის ტიპის მმართველობისკენ. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა წავიდეთ 2 ოქტომბერს და შემოვხაზოთ ნებისმეირი პარტია იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარასდროს არ იყოს ერთპიროვნული მმართველობები”. -ამბობს გუმბარიძე.

წინა სტატიათავდაცვის სამნისტრომ ფორმულას მფლობელის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა
შემდეგი სტატიასუსის განცხადება ნიკა გვარამიას შესაძლო შეკვეთილი მკვლელობის რეალური საფრთხის შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური