მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი თარგამაძე: ხელისუფლების მიზანია პოლიტიკური, თუ პლურალისტური პროცესი საერთოდ მოკვდეს

გიორგი თარგამაძე: ხელისუფლების მიზანია პოლიტიკური, თუ პლურალისტური პროცესი საერთოდ მოკვდეს

Published on

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლების მიზანი და ამოცანაა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, როგორც ამას გვპირდებიან, არათუ არჩევნები აღარ ჩატარდეს, არამედ პოლიტიკური, თუ პლურალისტური პროცესი საერთოდ მოკვდეს. ამ გეგმის ნაწილია, რომ ქვეყანაში აღარ არსებობდეს კრიტიკული სატელევიზიო სივრცე, სადაც ხალხი დაიცავს თავს მმართველი კლანისგან, ძარცვისგან და ჩაგვრისგან.

ტელეკომპანია ფორმულა, რომელიც ამ დღეებში 2 წლის ხდება, ასრულებს და შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ამ არხის დაფუძნების დღიდანვე ჰქონდათ დამფუძნებლებს, თუ აქ მომუშავე ყველა ჟურნალისტსა და ყველა ოპერატორს, იყო და რჩება პოლარიზაციის შემცირება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ჩვენ, განსხვავებული შეხედულებიბს მქონე ქართველები და არაქართველები შევძლებთ საერთო დემოკრატიული, ევროპული სივრცის მშენებლობას.

დღევანდელ გამოწვევაზე, ჩემი და ჩემი კოლეგების პასუხი ქართული ოცნების მთავრობისადმი არის, რომ ჩვენ თქვენი არ გვეშინია. სასწორზე დევს გაცილებით მნიშვნელოვანი რამ თითოეული ჩვენგანისთვის. ბევრი რამ გამოვიარეთ და გადავიტანეთ, რათა გადავარჩინოთ საქართველოში სიტყვის თავისუფლება.

 

 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...