მთავარისიახლეებიპოლიტიკა არაფერი გამოგივათ -არც "ფორმულას" წაღება, არც ხალხის დარწმუნება, რომ...

 არაფერი გამოგივათ -არც “ფორმულას” წაღება, არც ხალხის დარწმუნება, რომ სააკაშვილი მკლავდა -ნიკა გვარამია ,,ქართული ოცნების” კატასტროფულ კრახზე ლაპარაკობს

Published on

 

,,მყისიერი განცხადება და კომენტარი უწყებისგან, რომელიც როგორც წესით კომენტარებს ძალიან იშვიათად აკეთებს, კონკრეტულ მიზანს ემსახურება-ეს ქარტული ოცნების მორიგი ტრიუკია”.- ნიკა გვარამიამ მას შემდეგ, რაც დღევანდელი დაკითხვის დეტალებზე სუს-ის ანტიტერორისტუმა სამსახურმა კომენტარი თავადვე გააკეთა,  ღიად ისაუბრა გამოძიებაზე, რომელიც უწყებაში  მიმდინარეობს და ამ გამოძიების შესაძლო მიზნებზე.

ნიკა გვარამიას  დღეს სუს-ში დაუდასტურეს ის ინფორმაცია, რომელიც მან დაახლოებით 1 თვის წინ მიიღო.

“1 თვის წინ მივიღე ინფორმაცია რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით, რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან.

მე არ დამიწყია იმის გარკვევა, პროვოკაციას მიწყობს სუს-ი, სიმართლეა ეს თუ არა. ვესაუბრე ელჩებს და მივედი ანტიტერორისტულ დეპარტამენტში. მათ დაიწყეს გამოძიება და დამენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება.

ამის შემდეგ შემოთვლების დონეზე იყო საუბარი, რომ ეს ინფორმაცია არ იყო სერიოზული და პრაქტიკულად გამორიცხავდნენ ყველაფერს, ასეთი ტიპის კომუნიკაცია იყო ჩემს ადვოკატთან, მაგრამ  უცებ, დღეს რეკავენ და მიბარებენ  მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გითხრათო. შევედი და მეუბნებიან, რომ დასტურდება ინფორმაცია ჩემი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ და ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია. არ ვიცი თუ ეგონათ, რომ იქ ძალიან შემეშინდებოდა, ეს ასე არც ახლა არ არის. ამის შემდეგ დაამატეს, რომ ჩემს გარდა იხილებოდა სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია, რაზეც განვუცხადე, რომ ამ ინფორმაციას მე არ უნდა მაწვდიდნენ და ჩემს საქმესთან კავშირში არ არის.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღეს სუს-მა დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ასე ღიად ისაუბრა ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც არ შეიძლება.

..მე უკვე ველოდები იმასაც, რომ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან უკრაინიდან და სააკაშვილი იქნება დამკვეთი. არავინ იცის ვინ არიან და რას ათქმევინებენ მათ. მეორე ვარიანტია, რომ ამით გადაიფარება ის, რაც ხდება ტელეკომპანია “ფორმულაში”, ”

,,არ გამოვა მედიის დაშინება, არ გამოვა “ფორმულას” წაღება, არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა, არაფერი ეს არ გამოვა. არჩევნებამდე 2 დღით ადრე კატასტროფიული კრახი განიცადა “ქართულმა ოცნებამ”, მორიგი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უფრო მძიმე. განაცხადა მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე მასთან  სუში გამართული ,,უცნაური ” გასაუბრების შემდეგ

ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ სასამართლოში ტელეკომპანია “ფორმულას” 51%-იანი წილის დაყადაღებაზე განცხადება უკვე შესულია და  აცხადებს, რომ “ფორმულას” არ გაატანენ ისე, როგორც “რუსთავი 2”-ის შემთხვევაში მოხდა.

“ტელეკომპანია ფორმულაში რაც ეხლა ხდება, არის ჟანრის კლასიკა “ქართული ოცნების” მიერ დანერგილი, ეს არის ზუსტად ის რაც ხდებოდა რუსთავი 2-ში, ზუსტად ის, რის გამოც მაშინ ეს ყველაფერი დაიწყო, ჩვენ მაშინ უბრალოდ ელჩებმა და სტრასბურგის სასამართლომ გვიშველა. 51%-იანი წილის დაყადაღებაზე, ჩვენი ინფორმაციით, შესულია სასამართლოში წინასწარი ღონისძიების მოთხოვნით განცხადება, ამას არ სჭირდება სარჩელის წინსწრებით შეტანა”, – თქვა ნიკა გავარამიამ.
ვერ განმეორდება ამ ქვეყანაში ის, რაც მოხდა რუსთავი 2-ის თავს 2019 წელს. გამორიცხულია, ფორმულას ჩვენ არ გავატანთ ისე, როგორც გავატანეთ რუსთავი. ახლა ეს ვერ მოხდება. ზეგ არის რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმზე გადაწყდება ფორმულას ამბავიც, გადაწყდება სუს-ის და ანტი-ტერორისტული სამსახურის სამარცხვინო საქმიანობის საკითხიც და გადაწყდება ყველაფერი ჩვენი დასავლური მიმართულების სასარგებლოდ.

2 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, ეს არ არის ჩემი პოლიტიკური მოწოდება, ეს არის ჩემი პატრიოტული მოწოდება, ან ქვეყანას გადაარჩენთ, ან ქვეყანა ვერ გადაგარჩენთ თქვენ ვერასდროს, იმიტომ, რომ აღარ გექნებათ თქვენ სამშობლო

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...