მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მთავარი არხი" მმართველი პარტიის "ზიზღის სტრატეგიის" ექსკლუზიურ დეტალებს აქვეყნებს

“მთავარი არხი” მმართველი პარტიის “ზიზღის სტრატეგიის” ექსკლუზიურ დეტალებს აქვეყნებს

Published on

“მთავარმა არხმა” ექსკლუზიური დეტალები მოიპოვა მმართველი პარტიის “ზიზღის სტრატეგიიდან”, რომლის ავტორი მოშე კლუგჰაფტია. მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, მოშე კლუგჰაფტის სტრატეგია “ქართულმა ოცნებამ” 3 აგვისტოს მიიღო.

შეგახსენებთ, მოშე კლუგჰაფტი ისრაელის მოქალაქე, პოლიტტექნოლოგია, რომელთანაც კონტრაქტი “ქართულ ოცნებას” ჰქონდა გაფორმებული.

“აუცილებელია ოპოზიციური არხების დისკრედიტაცია და ძირის გამოთხრა” -აღნიშნულია დოკუმენტში.

“ერთერთ ვარიანტად განიხილებოდა, რომ გახარია გეია”.

“ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია “ქართული ოცნების” საკვანძო მეტოქეა. მის წინააღმდეგ ღრმად დავხეწილი სტრატეგიაა საჭირო.

ნარატივის წამყვანი ხაზები უნდა იყოს:

კორუფცია,
ამორალურობა (ჰომოსექსუალობასთან, ნარკოტიკების მოხმარებასთან, ოჯახისა და სახელმწიფოს მოღალატეობასთან დაკავშირებული ბრალდებები).
ნარკოტიკების მოხამრებასთან დაკავშირებული ნარატივი მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს ხაზი სხვებს აჯობებს, რადგან ვიზუალური მტკიცებულებები არ არის საჭირო”,- წერია დოკუმენტში.

ამავე სტრატეგიაში აღნიშნულია:

სატელევიზიო მედია: იმედი, პოსტ ტვ, რუსთავი2, მაესტრო.
ფეისბუქი, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
პირველი ფაზა: სახელის შერქმევა (ნარკომომხმარებელი, ოჯახისა და სახელმწიფოს მოღალატე)
მეორე ფაზა: დაბრალება: სად, როდის, როგორ
მეექვსე ფაზა : ნარატივის გონებაში ჩაბეჭდვა. მთავარი გზავნილის გამეორება “გახარია=სააკაშვილს=ნარკომომხმარებელს და მას არ აქვს უფლება, იყოს დედაქალაქის მერი”
მესამე ფაზა: შერცხვენა – ჩვენ კარგები ვართ, ის ცუდია
მეოთხე ფაზა: ნარატივის ინფორმაციული მხარდაჭერა, კონკრეტული პირების დასახელება, მანიპულირებული ფეიკი და “დიფ ფეიკი”. (იგულისხმება ყალბი ვიდეო).

შეგახსენებთ, კლუგჰაფტს როგორც თავის სამშობლოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ბევრ პოლიტიკოსთან უმუშავია და წლების განმავლობაში კრიტიკა თავისი კლიენტების დემონიზებისთვის დაიმსახურა.

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...