წარმატებული ქართველი ემიგრანტი ამერიკაში, Iveria Project Entertainment – ის დამფუძნებელი, დირექტორი და დამსახურებული არტისტი ირაკლი რუსია აფხაზეთიდანაა, მან ოჯახთან ერთად 1993 წელს სოხუმის დაცემის შემდეგ იძულებით დატოვა სახლ-კარი და საცხოვრებად თბილისში გადავიდა.
1995-2000 წლებში სწავლობდა საქართველოს გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სადაც წარჩინებით დაამთავრა საერთაშორისო სამართლის სპეციალობა. ამავე წლებში ცეკვავდა თავდაცვის სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ‘მამულში’
2000-2005 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ხალხური და საეკლესიო გალობის სეციალობაზე . 1998-2003 წლებში მოღვაწეობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ‘’აფხაზეთში’’
2003 წლიდან არის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ივერიის” სამხატვრო ხელმძღვანელი. დღემდე მღერის და მოქმედი არტისტია.
მთელი ცხოვრება ემსახურება ქართული კულტურის და ხელოვნების პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ, 20 -მდე სხვადასხვა ქვეყანაში . – “არ ვიღლები იმის თქმით, რომ ქართველი ვარ !!!” – ამბობს ირაკლი რუსია.
ახლახან მან ახალ საავტორო კლიპი “აფხაზეთი” გადაიღო.
როგორც თავად ამბობს, ამ სიმღერის შექმნის იდეა აფხაზეთის მონატრებისა და მისი სახლ-კარის დასიზმრების შემდეგ გაუჩნდა და ასე გამოხატა მისი მშობლიური კუთხის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სიყვარული.
„ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობდი და მახსენდებოდა ჩემი სახლი და დაიბადა იდეა სიმღერის შექმნის .“-გვითხრა ირაკლიმ.