მთავარისიახლეებიცესკო სისხლიან ბანერებს დარღვევად არ მიიჩნევს

ცესკო სისხლიან ბანერებს დარღვევად არ მიიჩნევს

Published on

სისხლიანი ბანერების დამკვეთი კერძო პირია და არა პოლიტიკური პარტია, რის გამოც, მისი გამოკვრა ქვეყნის სხვადსხვა ქალაქში დარღვევა არ არის – ამ განცხადებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკეთებენ.

სპიკერმა ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ბანერებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაში 18-21 სექტემბერს 3 საჩივარი დაფიქსირდა. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მოიკვლია და დაადგინა, რომ ბანერის დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც “შპს ალმას” შეუკვეთა მათი დამზადება-განთავსება.

კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ ბანერების განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით. ჩვენი მოკვლევის თანახმად, ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ასევე არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის შემომწირველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ჩვენს მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, – აღნიშნავენ ცესკო-ში.

ცნობისთვის, სისხლიანი ბანერები თბილისში 17 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. ამჯერად ბანერზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიამენეჯერებთან ერთად, ყოფილი პრემიერი გახარიაც მოხვდა. ბანერები გამოჩნდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც.

სიძულვილის ბანერები ვაქცინაციის კამპანიის ბანერებს გადააფარეს. შეწყვეტილი ვაქცინაცია | სისხლიანი ბანერები ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერის ნაცვლად.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, სიძულვილის ბანერების კვალი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან მიდის. საქართველოს ქალაქებში სისხლიანი ბანერები “ოცნების” მთავარი საარჩევნო პიარ ტექნოლოგის, იციკ მოშე კლუგჰაფტის რჩევით გამოფინეს.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...