მთავარისიახლეებიმსოფლიოსენატმა სახმდივნის ახალი თანაშემწე დაამტკიცა / რას ამბობდა კარენ დონფრიდი საქართველოზე

სენატმა სახმდივნის ახალი თანაშემწე დაამტკიცა / რას ამბობდა კარენ დონფრიდი საქართველოზე

Published on

აშშ-ის სენატმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის ახალი თანაშემწე კარენ დონფრიდი დაამტკიცა.
საგულისხმოა, რომ დამტკიცების დროს, გასაუბრებაზე, კარენ დონფრიდმა ხაზი გაუსვა, რომ აპირებს ძალისხმევის გააქტიურებას, რათა საქართველოში 19 აპრილის შეთანხმების “სრული და სწრაფი” იმპლემენტაცია მოხდეს.

ინფორმაციას და კარენ დონფრიდის სფიჩის თარგმანს ენმ-ის ერთერთი ლიდერი ნონა მამულაშვილი აქვეყნებს:

“მე გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაციისთვის და მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, მხარი დაუჭირონ შეთანხმებას. რთულია საკმარისად ხაზგასმა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. როგორც იცით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, მაგრამ მას ბევრად უფრო დიდი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, დაფარონ ეს დისტანცია.” – განაცხადა აწ უკვე სახმდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა.

კარენ დონფრიდის სასარგებლოდ ხმა სენატის 73-მა წევრმა მისცა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...