მთავარისიახლეებირისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ -...

რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ – ღარიბაშვილი

Published on

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება, მას აეროპორტში “ასიათასობით გაბრაზებული და გამწარებული ადამიანი დახვდება”.

ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვინ დააორგანიზებს ამ “დახვედრას” და იქნება თუ არა ჩართული ამაში “ქართული ოცნება”.

“ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, არის რა თქმა უნდა სრული სიცრუე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ ისიც პიკის დროს, ჩვენ გვკითხონ რამდენი ადამიანის, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია ჩვენ გუნდს.

სააკაშვილს, რა თქმა უნდა, დახვდება ასიათასობით ადამიანი, მასზე გაბრაზებული, გამწარებული ადამიანი. მე ვიძახი ზოგადად, მოსახლეობისთვის რომ განვმარტო”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...