მთავარისიახლეებიპარლამენტის წევრის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას დედა, რომელიც ხობის საკრებულოს დეპუტატია, გამარტივებულ შესყიდვებში...

პარლამენტის წევრის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას დედა, რომელიც ხობის საკრებულოს დეპუტატია, გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობს

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მორიგ კვლევას აქვეყნებს, ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ “ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას დედა დოდო გაბუნია, რომელიც ამავდროულად, ხობის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, მონაწილეობს გამარტივებულ შესყიდვებში.

დოდო გაბუნია ფლობს შპს “ფარმაციას” წილს. კომპანიამ 2012 წლიდან დღემდე 82 გამარტივებული შესყიდვა მიიღო ფარმაცევტულ პროდუქტებზე, სამედიცინო მოწყობილობებსა და ჯანდაცვის სფეროს მომსახურებაზე, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 54 266 ლარი შეადგინა.

82 გამარტივებული შესყიდვიდან 38 ხობის იურიდიულ პირებზე მოდის და მათი ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 43 017 ლარს შეადგენს.

დოდო გაბუნია ხობის საკრებულოში განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 2014 წლიდანაა.

სიახლეები

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...