ლიტერატურული ჟურნალი „ებგური“ წელს 5 წლის იუბილეს აღნიშნავს

0
756

საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „ებგური“ წელს 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში ჟურნალის 13 ნომერი გამოიცა და მე-14 მზადდება. ,,ებგური” ნათლად ასახავს იმ ლიტერატურულ პროცესებს, რაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ხდება. ჟურნალის კონცეფციიდან გამომდინარე, დიდი ყურადღება ექცევა ახალგაზრდა, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენას. „ებგურის“ ნომრებით მკითხველმა გაიცნო არაერთი დებიუტანტი ავტორი.
,,ებგური” ცდილობს სამშვიდობო ხიდის გადებას აფხაზეთთან, ამის ნათელი მაგალითია ჟურნალში დაბეჭდილი აფხაზი პოეტის, ნიკა ბაძაღუას მიერ აფხაზურ ენაზე თარგმნილი ტერენტი გრანელის რამდენიმე ლექსი.

საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი ,,ებგური” ქალბატონ ზეინაბ სარიას ინიციატივით 2017 წელს დაარსდა. მან შემოიკრიბა რედკოლეგიის წევრები: ზაალ ჯალაღონია, ხათუნა გოგია, ნიკა ლაშხია და მხატვარი ჯანსუღ ჭურღულია. ჟურნალმა ,,ებგურმა” შეავსო ის ვაკუუმი, რაც წლების განმავლობაში დაღად აჩნდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ლიტერატურულ ცხოვრებას, რეგიონს არ ჰქონდა პერიოდული ლიტერატურული ჟურნალი. ,,ებგური” 2017 წლიდან უკვე მეხუთე წელია კვარტალში ერთხელ გამოდის.

წინა სტატიაპარლამენტის წევრის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას დედა, რომელიც ხობის საკრებულოს დეპუტატია, გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობს
შემდეგი სტატიარისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ – ღარიბაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური