სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 21.3% იმყოფება -ეს რეკორდულად მაღალი ნიშნულია

0
307

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა ივლისსა და აგვისტოში მკვეთრად გაიზარდა და მაჩვენებელმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით,აგვისტოში შემწეობა 622 932 ადამიანმა და 168 798 ოჯახმა მიიღო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 16.7%-ა.

აღსანიშნავია, რომ ივლისში საარსებო შემწეობის ბენეფიციარების რაოდენობა უჩვეულოდ მკვეთრად, 66 609-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში, სოციალურ დახმარებაზე აგვისტოში 42.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, ანუ, საშუალოდ, თითოეულ ადამიანზე 68 ლარი გაიცა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 21.3% იმყოფება. ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება კი ყოველთვიურად იზრდება.

აგვისტოში საარსებო მინიმუმი რეკორდულ ნიშნულამდე, 221.1 ლარამდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობას ცხოვრება უძვირდება.

საარსებო მინიმუმის ზრდა, გარკვეულწილად, ინფლაციის მაღალ დონეს უკავშირდება. აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი – 12.8% იყო.

წინა სტატიამიტროპოლიტი ნიკოლოზი: მამა ილია ჭიღლაძეს საკითხი სინოდზე უკვე დაყენებულია  
შემდეგი სტატიაარავის ეგონოს, რომ ომი 28 წლის წინ დამთავრდა, იგი გაგრძელდება, სანამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური