კრეტაზე მიწა იძრა, დაღუპულია 1, დაშავებულია 9 ადამიანი

0
239

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 5.8-მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – Reuters-ის  ცნობით, მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის წარმომადგენელის განცხადებით, მამაკაცი ქალაქ არკალოხორში ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევამ იმსხვერპლა.

სამოქალაქო დაცვის ორგანოების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად შენობები დაზიანდა და 9 ადამიანი დაშავდა.

ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდას მიაღწია, მისი ეპიცენტრი კი არვიდან 23 კილომეტრში, სამხრეთ -აღმოსავლეთ კრეტაზე, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

წინა სტატია28 სექტემბერს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალება
შემდეგი სტატია85 წლის ასაკში საქართველოს პირველი არხის ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური