რაც არ უნდა გულზე მჯიღი ირტყან კობახიძემ და კალაძემ, რომ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, მით უფრო დიდი სხვაობით დაშორდებიან 43%-იან ნიშნულს” – ნიკა მელია

0
218

“სპორტული ინტერესი მაქვს გავიგო, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ ის სპიკერი, რომელიც ჩაატარებს ბრიფინგს და საზოგადოებას ამცნობს, რომ ჩაინიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა კალაძემ, კობახიძემ და სხვებმა ჩემზე უკეთ იციან, რომ დამარცხდებიან 2 ოქტომბერს და რომელიმე მათგანი იძულებული იქნება ჩაატაროს „ქართულ ოცნებაში“ და თქვას, რომ ჩვენ ახლოსაც ვერ მივედით შეთანხმების მიერ განსაზღვრულ პროცენტთან და ამიტომ ჩაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ ბრიფინგს ვინ ჩაატარებს არ ვიცი, მაგრამ ჩემზე კარგად იციან რომ შანსი არ აქვთ. არიან განწირულები მარცხისთვის და საჯაროდაც უნდა აღიარონ, რომ ოპოზიცია წელს იმარჯვებს”,- თქვა ნიკა მელიამ. 

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებმა იციან, რომ არჩევნებში მარცხდებიან და არ აღიარებენ. მელიას თქმით, საკუთარი აქტივისტების გასამხნევებლად საუბრობენ, თითქოს, მათ კარგად აქვთ საქმე, მაგრამ “რაც არ უნდა გულზე მჯიღი ირტყან კობახიძემ და კალაძემ, რომ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, მით უფრო დიდი სხვაობით დაშორდებიან 43%-იან ნიშნულს”.

წინა სტატიაროგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა? – IPSOS-ის კვლევა
შემდეგი სტატია,,ნიკა მელიას ჩემთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვა მოუწევს” – კახა კალაძე გულზე მჯიღს ირტყამს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური