” დიახაც ვაწარმოებთ მოსმენებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

0
323

თქვენ თუ მხედველობაში გაქვთ ის ფაბრიკაცია, რომელიც თქვენ და ტვ პირველმა გაავრცელეთ, ამის თაობაზე ერთხელ უკვე გავკეთე კომენტარი – აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი სუს-დან გამოჟონილ ფაილებსა და ქვეყანაში, ტოტალურ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით.

​ღარიბაშვილი ისევ იმეორებს, რომ ჩანაწერები ფაბრიკაცია და სახელმწიფოსა და ეკლესიაზე შეტევაა. ამავე დროს ის ამბობს, რომ მოსმენებს ყველა სახელმწიფოს აწარმოებს, მათ შორის საქართველოც, ოღონდ კანონიერად:

ეს არის ფაბრიკაცია, შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე

მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ დიახაც ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში – ამბობს ღარიბაშვილი

სუს-დან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით დღეს პირველი კომენტარი გააკეთა სუს-ის უფროსმა, ასევე შს მინისტრმა.

წინა სტატიათავისუფლება ირაკლი ბებუას – თბილისში 28 სექტემბერს აქცია დაიგეგმა
შემდეგი სტატიაუკანონო იყო?! დავაშავეთ რამე? – შსს მინისტრი მოსმენებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური