მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდევნილები დღესაც დააკავეს - ასე პასუხობს ხელისუფლება პროტესტს დევნილთა უფლებებისა...

დევნილები დღესაც დააკავეს – ასე პასუხობს ხელისუფლება პროტესტს დევნილთა უფლებებისა და საჭიროებების ინორირების გამო

Published on

დღეს დილიდან  თბილისში, გმირთა მემორიალთან აფხაზეთიდან დევნილები მიდიან  ყვავილებით ამკობენ.

ტრადიციულად, მემორიალთან აფხაზეთის დე იურე  ხელისუფლების წარმომადგენლიც მივიდნენ, რასაც პროტესტით დახვდნენ იქ შეკრებილი მოქალაქეები, რომელნიც ახცადებენ,  რომ მათი უფლებები სისტემატურად ირღვევა და იგნორირებულია ყველა დონის ხელისუფლების მხრიდან

პოლიციამ გმირთა მოედანზე, აფხაზეთის გმირთა მემორიალთან გამართულ აქციაზე ორგანიზატორი, ორგანიზაცია “დევნილები დევნილებისთვის” ხელმძღვანელი ირაკლი ტორუა დააკავა. ის და ამ ორგანიზაციის წევრები მოთხოვნის საჯაროდ გავრცელებას პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მისვლის დროს გეგმავდნენ.

გმირთა მოედანზე აქციაზე "დევნილები დევნილებისთვის" ორგანიზაციის  ხელმძღვანელი დააკავეს

დევნილების მოთხოვნაა გადადგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

“წლების განმავლობაში იგნორირებულია დევნილთა პრობლემები… მინდოდა დინამიკი შემომეტანა, ჩემი ხმა რომ უკეთ გაეგოთ, ვიღაც პროვოკატორი ქალი მომიქციეს”, – თქვა “მთავარ არხთან” საუბრის დროს, დაკავებამდე, ირაკლი ტორუამ.

ირაკლი​ტორუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლით დააკავეს, რომელიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...