მთავარისიახლეებიკონფლიქტებიასლან ბჟანიამ "სოხუმის გათავისუფლების დღესთან" დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა

ასლან ბჟანიამ “სოხუმის გათავისუფლების დღესთან” დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა

Published on

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამოქალაქეებს „საქართველოს სახელმწიფო საბჭოს საოკუპაციო ჯარებისგან სოხუმის გათავისუფლების 28-ე წლისთავი“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა „აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის ვეტერანებს“.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის თავზე აფხაზეთის „სახელმწიფო დროშის“ აღმართვის შედეგი იყო „გამარჯვების მომტანი შეტევა ქვეყნის მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად. სწორედ ამ დღეს ბოლო მოეღო ჩვენი უძველესი ისტორიის ძეგლების განადგურებას, არქივების და მუზეუმების დაწვას, მეხსიერებიდან ჩვენი ხალხის წაშლის მცდელობას და ისტორიის დამახინჯებას“ -განაცხადა მან

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. ის აფხაზეთში რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, „აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე“ ანატოლი ბიბილოვს დახვდნენ „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა და „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დაურ კოვე. სააგენტოს მოჰყავს ბიბილოვის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოც, რომ „შესანიშნავ აფხაზურ მიწას“ უსურვებს კეთილდღეობას და „ღმერთმა ქნას, რომ აფხაზ ხალხს ჰქონდეს მხოლოდ გამარჯვებები“.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...