საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

0
196

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყფება ოფიციალური ვიზიტით, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, 26 სექტემბერს, ინვალიდების სასახლეში ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომელზეც პრეზიდენტი მოწვეულ სტუმრებს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს მიმართავს.

ღონისძიებაზე საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მე-13 ბრიგადის მუზეუმს და სენ-სირის სამხედრო აკადემიის მუზეუმს ვიცეპოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ბიუსტები გადაეცემა, რომელიც ქართველმა მოქანდაკემ გურამ ნიკოლაძემ შექმნა.

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ქართული დიასპორის რამდენიმე გამორჩეულ წარმომადგენელს (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოებს და სახელმწიფო ჯილდოებს მის შთამომავლებს გადასცემს.

 

წინა სტატიამმართველი პარტია თავს იიმედებს, ,,სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავსო ”
შემდეგი სტატია25 სექტემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური