მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნება" 43%-იან ბარიერს არათუ გადალახავს, ვერც მიაღწევს - აცხადებს ნიკა...

“ქართული ოცნება” 43%-იან ბარიერს არათუ გადალახავს, ვერც მიაღწევს – აცხადებს ნიკა გვარამია IPSOS GLOBAL-ის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით

Published on

მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გადაცემაში “მთავარი აქცენტები” IPSOS GLOBAL-ის კვლევის შედეგები გაანალიზა, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე – რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? მოქალაქეების მხოლოდ 35% ამბობს, რომ მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ” ქართული ოცნება” არათუ გადალახავს შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრულ 43%-ს, არამედ ვერც კი უახლოვდება ამ ნიშნულს, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფერენდუმი “ოცნებისთვის” იქნება დამარცხების მომტანი.

“გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში 43%-იან ბარიერს “ქართული ოცნება” ვერც მიაღწევს, არათუ გადალახავს. ყველა მანიპულაციის გათვალისწინებით: მოსყიდვებით, რომელიც უკვე დაიწყო. ხატზე დაფიცების გამოყენებით, ეს საერთოდ არ ვიცი რა ტოტემიზმია, ასეთ რამეს თუ ვინმე იყენებს მსოფლიოში, მაგრამ მე პირადად მაქვს ინფორმაცია, რომ სამეგრელოში არის მასობრივი ხატზე დაფიცებით პირობის მიცემა, რომ მისცემენ ხმას ოღონდ ჯერ ფულს რომ იღებ და შემდეგ ხატზე იფიცებ ეს როგორ შეესაბამება ერთიმეორეს არ ვიცი. არის კიდევ ცნობილი ქურდების საფლავებზე დაფიცება, წარმოუდგენელი რამ ხდება, მაგრამ “ოცნება” ამ მანიპულაციებითაც კი 43%-ს ვერ უახლოვდება. აქ შედის, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული რესურსიც”,- ამბობს ნიკა გვარამია. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....