გიორგი გახარია: ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა, არც ჩემი, არც მოქალაქეების

0
196

 

 პარტია საქართველსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ ფორმულას გადაცემაში ,,საქართველო ირჩევს” განაცხადა,  რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა არ გაამართლა. ამის შესახებ მან მაშინ განაცხადა, როცა ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ადრე საუბრობდა ივანიშვილის “უმნიშვნელოვან როლზე” ქართული ოცნების მიმართ ნდობის საკითხში და ჰკითხა, ახლაც იმავე აზრზე იყო თუ არა. გახარიამ ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა: ივანიშვილმა . არ არსებობს არანაირი თანმიმდევრულობა, არ არსებობს არანაირი პასუხისმგებლობის გააზრება და რაღაც განსაკუთრებით, ამ წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში სულ უფრო და უფრო რეალობას მოწყვეტილ ქაოსს ვხედავ.”

ფორმულას ეთერში გახარიამ იმაზეც ისაუბრა, რომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია, როგორც ივანიშვილი, ასევე, თავად ის.

იგი აღიარებს, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს, ცრემლსადენის გაზის გამოყენების ნებართვა თავად გასცა. ხოლო, კითხვაზე, იგივე გააკეთა თუ არა რეზინის ტყვიების გამოყენების შემთხვევაში, გახარია პასუხობს, რომ მასზე ბრძანების გაცემა საჭირო არ არის და “თავდაცვის მიზნით გამოიყენეს”.

“ცრემლსადენი გაზის გამოყენებასთან დაკავშირებით, როდის უნდა დაწყებულიყო რა ღონისძიება, ეს ბრძანება მე გავეცი, რა თქმა უნდა. რეზინის ტყვიებზე გაცემა არ სჭირდებოდა, რეზინის ტყვიები თავდაცვის მინიზთ გამოიყენეს კონკრეტულმა [პირებმა]”, — ამბობს ის ფორმულას ეთერში.

კითხვაზე, რატომ ესროდნენ პოლიციელები ჟურნალისტებს დამიზნებით, გახარია თავდაპირველად ირწმუნება, რომ იარაღს დამიზნების ფუნქცია არ ჰქონდა. თუმცა, ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პირდაპირ დაინახა, თუ როგორ ესროდნენ მის კოლეგას, გახარია ამბობს, რომ “ეს იყო ცუდი” და ამ “გადაცდომებზე” გამოძიება მიმდინარეობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თქვა თუ არა მან, რომ დროა დაიწყოს მიტინგის დაშლა და გასცა თუ არა ბრძანება, ის პასუხობს: “რა თქმა უნდა”. აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ კითხვის პასუხად, გახარია ამბობდა, რომ რაც მოხდა მისი პასუხისმგებლობაა და ბრძანების გაცემაზე არ საუბრობდა.

გახარია ამტკიცებს იმასაც, რომ 20 ივნისის ღამეს მას ოპოზიციის ლიდერებთან არ უსაუბრია და პარლამენტში შეხვედრაზე არ დაუბარებია.

“ჩვენ ყველაფერს ვაპირებდით იმისთვის, რომ გველაპარაკა ნებისმიერ მხარესთან, რომ იქ ტემპერატურა დაწეულიყო. არავინ დამიბარებია, რას ნიშნავს ოპოზიციის ლიდერები დავიბარე?” — განაცხადა მან.

ამავე ეთერში მან ისაუბრა იმაზეც, რომ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გამართვა შეცდომა იყო და მაშინ მის დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებამ, შსს-მ, მმართველი გუნდი გააფრთხილა, რომ სერგეი გავრილოვის ქვეყანაში შემოშვება რისკებს შეიცავდა. გახარიას მტკიცებით, ეს პოზიცია უწყებამ მკვეთრად გამოხატა.

ყოფილი შინგან საქმეთა მინისტრი არ პასუხობს კითხვას, ამის ფონზე, ვინ მიიღო რუსი კომუნისტი დეპუტატის შემოშვების გადაწყვეტილება

 

 

 

წინა სტატია,,გახარია ფსკერს ქვევით დაეშვა” – კობახიძე გახარიას ინტერვიუზე ,,ფორმულას” ეთერში
შემდეგი სტატიაგახარია ამბობს, რომ გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებაზე იცოდა, მაგრამ არ იცოდა, რომ მათ დაკავებას აპირებდნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური