გახარია ამბობს, რომ გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებაზე იცოდა, მაგრამ არ იცოდა, რომ მათ დაკავებას აპირებდნენ

0
194

ექსპრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პოლიტპატიმრები არ იყვნენ. მისი მტკიცებით, მათი დაკავება და ეს გამოძიება არ იყო მისი წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ ნეგატიური გავლენა მოახდინა საარჩევნო გარემოზე.

“არცერთ შემთხვევაში არცერთ მხარეს, არც ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, არც ოპოზიციას პოლიტიკური ელფერი ამ საკითხისთვის არ უნდა შეეძინა. ერთმაც შესცოდა და მეორემაც.

აქ ძალიან ბევრი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტიტუტები იყო ჩართული, სასამართლო, ეკლესია, ხელისუფლება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბოლოს ამაში იყო ჩართული ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც ინსტიტუცია, არ მინდა საგარეო საქმეთა სამინისტრო ვთქვა”, — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ამ ისტორიიდან პოზიტიური შედეგი არ გამოვიდა.

გახარია ამბობს, რომ გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებაზე იცოდა, მაგრამ არ იცოდა, რომ მათ დაკავებას აპირებდნენ. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას იღებდა სასამართლო და პროკურატურა და მათ ჰქონდათ შესაბამისი დამოუკიდებლობის ხარისხი.

წინა სტატიაგიორგი გახარია: ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა, არც ჩემი, არც მოქალაქეების
შემდეგი სტატიამმართველი პარტია თავს იიმედებს, ,,სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავსო ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური