ფოთსა და ხობს ქარბორბალამ გადაუარა

0
191

ფოთსა და ხობს ქარბორბალამ გადაუარა.

არსებული ინფორმაციით, ხობის რაიონის პატარა ფოთის დასახლებაში, უჩაღალში ქარმა 13 სახლს სახურავი გადახადა, დაზიანებულია ფანჯრები და საყოფაცხოვრებო ნივთები. გარდა ამისა, ქარბორბალამ დააზიანა ელექტროსადენები. რაც შეეხება ფოთს, დაზარალებულია 3 ოჯახი. სტიქია დაახლოებით წუთ-ნახევარს გაგრძელდა.

წაქცეულია ხეები, დაზიანებულია სავარგულები, მოსახლეობის ნაწილს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს. ინფორმაციას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ავრცელებენ.

“მიმდინარეობს სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით. სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს, რომლის შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა”, —აცხადებენ ფოთის მერიაში.

ინფორმაციის თანახმად, სტიქიის ადგილზე ორივე ქალაქში მერიის შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები, სოფელ უჩაღალში კი  ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ენერგო პრო-ჯორჯიას ჯგუფები იმყოფებიან.

წინა სტატიაცაგერში მომხდარი თავდასხმა ოპოზიციის მიერ უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა!
შემდეგი სტატია“ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში დახმარებისთვისკრიმინალურ სამყაროს მიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური