,,ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ეს თავპირისმტვრევის ფაზა ქართულ პოლიტიკაში” -ესამე ძალის ლიდერი გიორგი ვაშაძე

0
213

მესამე ძალის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დაპირისპირება მათი ხელწერა არ არის და მათ შეუძლიათ, ქართველი პოლიტიკოსები შეარიგონ. ამის შესახებ ვაშაძემ Palitra News-ის ეთერში ისაუბრა.

“მე ერთი რამ ვიცი, ჩვენი ძალა  არ მონაწილეობს ამ დაპირისპირებაში და ჩვენი განსხვავებული ხელწერა ზუსტად აქ არის, ჩვენ შეგვიძლია, შევარიგოთ ეს ხალხი. ამისთვის გვინდა მხარდაჭერა — ჩვენ შეგვიძლია საქმეზე საუბარი დავაბრუნოთ პოლიტიკაში”

ჟურნალისტის კითხვას, ვისი შერიგება შეუძლია, ვაშაძე პასუხობს:

“ყველა აბსოლუტურად”.

რეპლიკას ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ან ქართული ოცნებისა და გახარიას შერიგებაზე კი ვაშაძემ ასე უპასუხა:

“არავის დაძმაკაცებას არ ვაპირებ, მაგრამ გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ ჩვენი მხარდაჭერის შემთხვევაში და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ ეს დაპირისპირების, თავპირისმტვრევის ფაზა ქართულ პოლიტიკაში და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. როცა ბევრი საქმე იქნება საკეთებელი, დამერწმუნეთ, ასეთ ქმედებებს ადგილი არ ექნება”, — განაცხადა მან.

საუბარია 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიასა და ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირებაზე.

წინა სტატიათალიბანმა ქალაქ ჰერათის ცენტრალურ მოედანზე ამწეზე ადამიანის ცხედარი ჩამოკიდა
შემდეგი სტატიაცაგერში მომხდარი თავდასხმა ოპოზიციის მიერ უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა!
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური